Posts

მომავლის ქალაქი

 2025 წლის სწავლის დაწყებასთან ერთად კლუბის ბავშვებმა დაიწყეს ინოვაციური , ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე დაფუძნებული მომავლის ქალაქი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს თვითსაჭიროებას, უწევს მონიტორინგს გარემოს და ადაპტირდება სიტუაციიდან გამომდინარე.

სტემ ფესტივალი 2025

Image
 სკოლაში გაიმართა მე-7 STEM FEST , რომლის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა STEAM ლაბორატორია . გახსნის ცერემონიალს დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე — ბაია კვიციანი , რომელმაც დიდი ინტერესით დაათვალიერა ფესტივალზე წარმოდგენილი STEAM მიმართულებით შექმნილი სასწავლო პროექტები და ინოვაციური მოდელები.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა 2025 წელი

Image
 2025 წლის 27 სექტემბერს 33 სკოლის რობოკლუბის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში და წარადგინეს თავიანთი ნაშრომები. 

წყლის მონიტორინგის სისტემა.

Image
 კლუბის ფარგლებში გარემოსდაცვითი სამუშაოების ფარგლებში შეიქმნა ნავი რომელიც უზრუნველყოფს მდინარის სისუფთავის მონიტორინგს (ადამიანისთვის მიუვალ ადგილებშიც)

ვიზუალური პროგრამირების რეგიონული ჩემპიონატი 2024

Image
  2024 წლის 26 ნოემბერს 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საერთაშორისო ინიციატივის — "Hour of Code" (კოდინგის ერთი საათი) — რეგიონალური ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი. ღონისძიება ორგანიზებული იყო R ode Academia-ს მიერ (დამფუძნებელი — დავით ნოზაძე ). შესარჩევ ტურში მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა პროგრამირებაში, ალგორითმებში და ლოგიკურ ამოცანებში გამოსცადეს. შედეგების მიხედვით გამოვლინდა ოთხი საუკეთესო მონაწილე , რომლებიც 10 დეკემბერს თბილისში გაიმართებელ რესპუბლიკურ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

კლუბების გამოფენა 2024

Image
  33-ე საჯარო სკოლაში გაიმართა კლუბების ნამუშევრების გამოფენა , სადაც წარმოდგენილი იყო პროექტები, მოდელები და კვლევები სხვადასხვა მიმართულებიდან: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ხელოვნება და ინოვაცია. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი იდეები, უნარები და შემოქმედებითი მუშაობის შედეგები. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ კლუბური საქმიანობა ხელს უწყობს ინიციატივას, თანამშრომლობასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

სტემ ოლიმპიადა სეუში

  კლუბის ბაზაზე შეიქმნა სასკოლო გუნდი რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტემოლიმპიადაზე