კლუბების გამოფენა 2024
33-ე საჯარო სკოლაში გაიმართა კლუბების ნამუშევრების გამოფენა , სადაც წარმოდგენილი იყო პროექტები, მოდელები და კვლევები სხვადასხვა მიმართულებიდან: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ხელოვნება და ინოვაცია. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი იდეები, უნარები და შემოქმედებითი მუშაობის შედეგები. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ კლუბური საქმიანობა ხელს უწყობს ინიციატივას, თანამშრომლობასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.