სკოლის „რობო კლუბის“ მორიგი წარმატება (ხელმძღვანელი: ისტ-ის მენტორი პედაგოგი,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:ნათია კამკამიძე) ქუთაისის #33 საჯარო სკოლის „რობო კლუბმა“ მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სამმართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,, ბლოგების შექმნა თავისუფალ თემაზე” . კონკურსში წარდეგენილი იქნა კლუბის მიერ შექმნილი ბლოგი თემაზე: Eco Power Club განახლებადი ენერგია და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. კლუბმა დაიმსახურა კომისიის მაღალი შეფასება და საპატიო მეორე ადგილის დიპლომი. გუნდის წევრებია #33 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები: ვებდეველოპერი-შოთა ჭოლოკავა, ანა ჭელიძე, ანა კელენჯერიძე, ანასტასია სტურუა , ბლოგის ლინკი: https://cholokavash0.wixsite.com/roboclub