კლუბის წესდება

 

კლუბის წესდება

მუხლი 1:  როტოტექნიკის კლუბის  ზოგადი დებულება

1.1 კლუბი აწევრიანებს სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის VI- XII კლასის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.
1.2
  კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა და ფუნქციების მქონე სხვა გაერთიანებებთან.

მუხლი 2:   კლუბის მიზნები

2.1 სკოლაში  STEM  განათლებასთან დაკავშირებული    აქტივობების   განხორციელება.

2.2 მოსწავლეების ჩართვა  პროგრამირებისა და რობოტექნიკის  განათლების მიღების პროცესში

2.3 საკონკურსო თემატიკის შესაბამისად მონაწილეობა  სხვადასხვა ჰაკათონებსა თუ ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსებში.

მუხლი 3 :  კლუბის სტრუქტურა

3.1 კლუბის მართვაში მონაწილეობს კლუბის ლიდერი

3.2 კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.მასში გაწევრიანება შეუძლია VI-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს განცხადების საფუძველზე.

3.3 კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მუხლი 4. STEM  კლუბის წევრობა

4.1.   STEM  კლუბის   წევრი შეიძლება გახდეს  ახალგაზრდა , რომელიც  გამოთქვამს გაწევრიანების სურვილსიზიარებს კლუბის  მიზნებსწარმოადგენს საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს  კლუბის საქმიანობის ექტურად წარმართვის მიზნით.

4.2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება

იყოს სხვა კლუბის წევრიც.

STEM  კლუბის  წევრს უფლება აქვს:

მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში

მონაწილეობდეს კლუბი მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში

ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან კურატორისგან კლუბის საქმიანობის შესახებ.

STEM   კლუბის  წევრი მოვალეა:

დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.

აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და

საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.

მუხლი 5.  STEM  კლუბის  ლიდერი.

5.1 ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის

წამოყენების უფლება აქვს კლუბის ხელმძღვანელსა და წევრებსლიდერის

უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის

არჩევამდე.

5.2 ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურადშესაძლებელია კონკურსის

საფუძველზეც.

     STEM კლუბის ლიდერი:

წარმართავს საქმიანობას

უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებსშეხვედრებს

წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას

ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებსწინადადებებს

წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს

თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთანპედაგოგებთან

თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიშიდაურთოს

ფოტომასალას და წარუდგინოს   კლუბის  ხელმძღვანელს (კურატორს).

მუხლი 6. კლუბის საინფორმაციო სამსახურის უფროსი:

კლუბის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს კლუბის საქმიანობის  გაშუქება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა სოციალური ქსელების თუ სხვა საკომუნიაკციო არხების მეშევობით
  • მომაზადოს საინტერესო სტატიები STEM  განათლების შესახებ და მიაწოდოს ინფორამცია,როგორც კლუბის წევრებს,ასევე ფართო საზოგადოებას თანამედროვე მიღწევების შესახებ.
  • უზრუნველყოს მჭიდრო თანამშრომლობა კლუბის ყველა წევრთან.
  • აიღოს პასუხიმგებლობა  საზოგადოებისთვის  ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებაზე.
  • პერიოდულად ჩაატაროს გამოკითხვა კლუბის საქმინობის ცნობადობის შესახებ,რას ფიქრობს საზოგადოება,რა შეცვალა კლუბმა და ..

მუხლი 7.  STEM   კლუბის  ხელმძღვანელობა

კლუბს  ხელმძღვანელობს ისტის პედაგოგი ქ-ნი ნათია კამკამიძე და მათემატიკის მასწავლებელი გიორგი პერანიძე

ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის  მუშაობას.

ზრუნავს კლუბის საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.

 მუხლი 8.    კლუბის სამუშაო პერიოდი

8.1 კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს და საზაფხულო არდადეგებს

8.2 კლუბი  იკრიბება კვირაში  ერთხელწინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვითასევე საჭიროებისამებრ.

8.3 კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,

საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათკვირას.

მუხლი 9 კლუბის ლოგო და წესდება

9.1 კლუბს გააჩნია ლოგო,რომელიც შექმნილი და დამტკიცებულია კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობით

9.2 კლუბს გააჩნია წესდება,რომელიც დამტკიცებულია კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობით

მუხლის 10. კლუბში გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

10.1 ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კლუბის წევრებს შორის განხილვისა და დისკუსიის საფუძველზე კენჭისყრით.

10.2 გადაწყვეილების მისაღებად საჭიროა მონაწილეთა 70%.

მუხლი 12 კლუბის  ხელმძღვანელი პირებისთვის უფლება მოვალეობის შეჩერება:

11.1 კლუბის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობა შეწყვეტილია  თუ:

  • კლუბის წევრთა 70% ფიქრობს,რომ კლუბის პრეზიდენტი არაჯეროვნად ასრულებს მოვალეობას,ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს,ბრალდება გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით.
  • წესი ვრცელდება დანარჩენი სტრუქტურული ელემენტის ხელმძღვანელობაზე.
  • კლუბის წევრები,კონკურსის საფუძველზე ირჩევენ ახალ ხელმძღვანელობას.

Comments

Popular posts from this blog

წყლის მონიტორინგის სისტემა.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა 2025 წელი

სტემ ფესტივალი 2025